ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდასაჭერად საერთაშორისო კვლევა ჩატარდა

ევროპის ტრენინგების ფონდისა (ETF) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი კვლევის „ინკლუზიური უნარები სოფლის მეურნეობის სექტორში ინოვაციური საწარმოების განვითარებისთვის COVID-19-ის შემდგომ“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.

ონლაინ ღონისძიებაზე პროექტში ჩართულმა საერთაშორისო ექსპერტებმა და მონაწილე ქვეყნების (საქართველო, მოროკო, სერბეთი, თურქეთი, უზბეკეთი) საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული გამოწვევები, შესაძლებლობები, აგრობიზნესის სექტორში ინოვაციებისა და ახალი უნარების განვითარების საუკეთესო მაგალითები განიხილეს და დაინტერესებულ მხარეებს, დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

თამარ ქიტიაშვილმა თავის გამოსვლაში პროფესიულ განათლებაში პანდემიით გამოწვეული ზიანის საპასუხოდ გადადგმულ ნაბიჯებზე, ახალი შრომითი უნარების განვითარების ხელშეწყობაზე და იმ საერთაშორისო გამოცდილებასა და მხარდაჭერაზე ისაუბრა, რაც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულების – სოფლის მეურნეობის განვითარებას. მისი თქმით, სოფლის მეურნეობა პირველი სექტორია საქართველოში, რომელმაც შეძლო და გააერთიანა 12 სექტორული ასოციაცია, დარგობრივი უნარების ორგანიზაციის (დუო) ქოლგის ქვეშ, რაც დარგში ახალი უნარების სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე