ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული სტუდენტების სამეწარმეო იდეების მხარდასაჭერად ჰაკათონი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამა „მაშავის“ მხარდაჭერით, პროფესიულ კოლეჯში „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ ინოვაციური პროექტი განხორციელდა. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა სამეწარმეო და ტექნოლოგიური განათლების განვითარების ხელშეწყობასა და  პროფესიულ სტუდენტებში შემოქმედებითი აზროვნების გაძლიერებას.

პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას, სადაც სტუდენტებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი ესწრებოდნენ. თამარ ქიტიაშვილმა სამეწარმეო განათლების კუთხით ისრაელის მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება  პროფესიული სტუდენტების დიდ სამეწარმეო პოტენციალზე გაამახვილა, რაც, მისი თქმით, სტუდენტების მიერ წარმოდგენილი პროექტების ხარისხითაც დადასტურდა.

პროექტი პროფესიული სტუდენტების მიერ სამეწარმეო განათლების კონტექსტში სიმულაციური თამაშების შექმნასა და ჰაკათონის ორგანიზებას ითვალისწინებდა. პროექტის ფარგლებში  სამეწარმეო და ციფრული კომპეტენციების მიმართულებით ერთთვიანი  ტრენინგი ჩატარდა. პროექტის მონაწილეები გადამზადდნენ MVP-ის (მინიმალური ღირებულების პროდუქტის) მარტივი ვებგვერდის შექმნაში, რომელთა შორის ჟიურიმ საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა. პროექტში სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისაგან შემდგარი ცხრა გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებულ სტუდენტებს საჩუქრად ნოუთბუქები გადაეცათ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე