ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელშეწყობისთვის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა

ბავშვთა უფლებების, მასწავლებელთა კორპუსის გაძლიერებისა და განათლების  ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდსა (UNICEF) და განათლების კოალიციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა და განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ ირინა ხანთაძემ მოაწერეს.

მემორანდუმი მიზნად ისახავს, სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით COVID-19-ის შედეგად მიღებული ზარალის შემცირებასა და სახელმწიფო ინტერვენციების განხორციელების ხელშეწყობას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ბავშვთა უფლებების დაცვა, საქართველოში მასწავლებელთა კორპუსის გაძლიერება, ინკლუზიურ და ხარისხიან განათლებაზე მოსწავლეთა ხელმისაწვდომობისა და ჩართულობის გაზრდა, რაც სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წამოადგენს. ამ მიმართულებით ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე