ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბასკეთის კულინარიული ცენტრის ხელშეწყობით საქართველოში გასტრონომიული მიმართულების ახალი სკოლა დაფუძნდება

ბასკეთის კულინარიული ცენტრის ხელშეწყობით საქართველოში გასტრონომიული მიმართულების სკოლა დაფუძნდება. გასტრონომიული მიმართულების სკოლა კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაიწყებს ფუნქციონირებას და პროგრამები ხელმისაწვდომი იქნება როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო სტუდენტებისათვის.

ამ მიზნით საქართველოში ბასკეთის კულინარიული ცენტრის გასტრონომიული პროგრამების საერთაშორისო განვითარების მენეჯერი ალბერტო როდრიგეზი იმყოფება, რომლის მიზანს საქართველოს, როგორც გასტრონომიული ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და სწრაფად განვითარებადი ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების გაცნობა, ერთობლივი პროგრამების შემუშავება და დანერგვა წარმოადგენს.

ახალ პროექტზე და მომავალ თანამშრომლობაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა სამინისტროში ალბერტო როდრიგეზთან კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართა. მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ მსოფლიოში ცნობილ გასტრონომიულ სკოლასთან თანამშრომლობა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის რეალიზაციისა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, პროექტის განხორციელების პროცესში სამინისტრო მხარეებს სრულ მხარდაჭერას უდასტურებს. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე