ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მარნეულში კოლეჯი „მოდუსი“ გახსნისთვის ემზადება

ახალი სასწავლო წლიდან ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობა პროფესიული განათლების მიღებას უკვე მარნეულში, კოლეჯ „მოდუსის“ თანამედროვე სასწავლო სივრცეში შეძლებს.

კოლეჯის ხელმძღვანელებს, პარტნიორებსა და დამსაქმებლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი შეხვდა და მათთან  რეგიონში არსებული გამოწვევები და ბიზნესის საჭიროებები განიხილა. დარგობრივი უნარების ორგანიზაციის - აგრო დუოს - წარმომადგენლებმა კომპანიებსა და კოლეჯებთან თანამშრომლობის კუთხით სხვა რეგიონებში დაგროვილ გამოცდილებაზე ისაუბრეს.

თამარ ქიტიაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში უკვე საკმაოდ მყარია ნიადაგი კერძო და საჯარო სექტორებს შორის პროფესიული განათლების კუთხით მეტი პასუხისმგებლობის გაზიარებისთვის, რადგან სწორედ ამ სექტორების მჭიდრო პარტნიორობითაა შესაძლებელი მაღალი ხარისხის სწავლების მიღწევა და ეკონომიკის საჭიროებების დაკმაყოფილება. პროფესიულ განათლებაში კი თანამშრომლობის ბევრი წარმატებული მაგალითი და გამოცდილება დაგროვდა.

სექტემბრიდან კოლეჯი „მოდუსი“ მსურველებს შვიდ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას  შესთავაზებს სოფლის მეურნეობის, IT, საბუღალტრო და სხვა მიმართულებებით, ასევე განახორციელებს მომზადება-გადამზადების პროგრამებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე