ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელი: „ერთობლივი ძალისხმევით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები კიდევ უფრო მეტად იქნება დაცული“

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელი მიმართვას ავრცელებს:

„14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს აღვნიშნავთ! დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი უპირველესი ამოცანაა, შევქმნათ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა. ამიტომ, ჩვენი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს ისეთი განათლების სისტემის შესაქმნელად, რომელიც თითოეული ინდივიდის განსხვავებულ საჭიროებაზე იქნება მორგებული. მნიშვნელოვანია, დავიცვათ მათი ფუნდამენტური – განათლების მიღების უფლება, რადგან განათლების გარეშე  ბარიერების დაძლევა შეუძლებელია.

გულითადი მადლობა ყველას, ვისაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად საკუთარი წვლილი შეაქვს ამ მნიშნელოვან და ჰუმანურ მისიაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები კიდევ უფრო მეტად იქნება დაცული. ვიცოდეთ და დავიცვათ ერთმანეთის უფლებები!“

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე