ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელი სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავს

„ძვირფასო მოსწავლეებო, მსურს, მოგილოცოთ 2020-2021 სასწავლო წლის წარმატებით დასრულება! ვინაიდან პანდემიამ საგრძნობლად შეცვალა ჩვენი ცხოვრება და დიდი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა, თითოეულ ჩვენგანს მოგვიწია გამკლავება ვირუსის შედეგებთან.

ჩვენ მცდელობა არ დავიშურეთ, რომ პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილიყო და ერთობლივი ძალისხმევით ეს მოვახერხეთ. ძალიან მიხარია, რომ, საბოლოოდ, თქვენი საკლასო ოთახებში დაბრუნება შევძელით, მეგობრებისა და მასწავლებლების გარემოცვაში ყოფნა მართლაც ბედნიერებაა.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ გამძლეობისთვის თქვენ და თქვენს მასწავლებლებს, რომლებმაც, დამეთანხმებით, დიდი შრომა გაწიეს, საქმისადმი ერთგულებით და მაღალი პროფესიონალიზმით შეძლეს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვა.

იმედი მაქვს, რომ მომავალ სასწავლო წელს ისევ საკლასო ოთახებში შეხვდებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უსაფრთხო გარემოში შეძლოთ სწავლის გაგრძელება.

ხვალიდან საზაფხულო არდადეგები იწყება. მინდა გისურვოთ კარგი და სასიამოვნო დასვენება მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად!“

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე