ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კოლეჯ „სპექტრში“ საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორუმი გაიმართა

პროფესიულ კოლეჯ „სპექტრში“  საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ბიზნეს სექტორმა, სახელმწიფო ორგანიზაციებმა, საერთაშორისო პარტნიორებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა მიიღეს.

ღონისძიების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისა და პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის იმ პროფესიების შესახებ გაიმართა გამოფენა, რომელთა შესწავლაც კოლეჯშია შესაძლებელი. გამოფენის მონაწილეები ასევე გაეცნენ პარტნიორი  ბიზნეს ორგანიზაციების საინფორმაციო სტენდებს.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, რომლის განცხადებითაც, ბიზნესის ინტერესი და ჩართულობა  პროფესიულ განათლებაში მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული. ამის დასტური „სპექტრში“ გამართული ღონისძიებაა, სადაც მსჯელობა წარიმართა კოლეჯის განვითარების პერსპექტივებსა და  საინჟინრო/სამშენებლო მიმართულების ახალი  ერთობლივი პროექტების წამოწყებასთან დაკავშირებით.

მრავალპროფილიან პროფესიულ სასწავლებელში პროფესიათა უმრავლესობა  სამშენებლო მიმართულების კვალიფიკაციების აღორძინებას და სრულყოფას ემსახურება, რაც სწავლების ახალი მეთოდების გამოყენებით ევროპული სტანდარტების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებას ითვალისწინებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უცხოელი პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით, ბოლო პერიოდში კოლეჯის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რამაც სასწავლებელს საშუალება მისცა ოცდაათზე მეტი ახალი სასწავლო პროგრამა დაენერგა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე