ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული მასწავლებლებისა და სტუდენტების ეროვნული კონფერენცია გაიმართა

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით, პროფესიულ განათლებაში სწავლებისა და შეფასების ინოვაციური მეთოდების დანერგვა-განვითარებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, „პროფესიული მასწავლებლებისა და სტუდენტების მესამე ეროვნული კონფერენცია“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ეხებოდა პროფესიულ განათლებაში სწავლებასთან დაკავშირებულ ინოვაციებს და მიზნად ისახავდა სიახლეებისა და მიგნებების გაზიარებას, დისტანციური სწავლების გამოწვევებთან დაკავშირებით დისკუსიის წარმართვასა და საუკეთესო პრაქტიკის განხილვას. მოწვეულმა ჟიურიმ შეაფასა მოხსენებები, რომლებიც  კერძო კოლეჯების პროფესიულმა მასწავლებლებმა წარმოადგინეს.

 თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, ამგვარი ღონისძიებები მნიშვნელოვანია კოლეჯებს შორის გამოცდილების გაზიარებისთვის და სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალთა მიგნებების წარმოსაჩენად. პროფესიულ მასწავლებელთა უწყვეტი განვითარება წარმოადგენს სწორედ რეფორმის განხორციელების მნიშვნელოვან წინაპირობას.

 კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი, ევროპული ბიზნეს ასოციაციის გენერალური დირექტორის მოადგილე მარიამ ქუჩულორია, სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე მაგდა ბოლოთაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ასოციაციის პარტნიორები, პროფესიული მასწავლებლები და სტუდენტები.

 საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია საქართველოს მასშტაბით მოქმედ 40 კოლეჯს აერთიანებს და მისი საქმიანობის მიზანია პროფესიული განათლების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე