ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინტერნეტ სივრცეში ქართველ მეცნიერთა ცნობადობა კიდევ უფრო გაიზრდება

მეცნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ განხორციელებას იწყებს. პროგრამა მოიცავს მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილ არაერთ ღონისძიებასა და აქტივობას, მათ შორის - სამეცნიერო თემატიკის კონკურსებს, მასტერკლასებს, გამოფენებს, ლექციებსა და სხვადასხვა სახის შემეცნებით და სახალისო აქტივობებს.

დაგეგმილ სიახლეებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო სივრცეში გამართულ გამოფენის გახსნაზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მეცნიერება საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მეცნიერების პოპულარიზაცია საზოგადოებაში, განსაკუთრებით - ახალგაზრდებში, არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური რესურსის სწორად წარმართვისა და განვითარებისათვის. სანდო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კი საზოგადოებაში საქართველოს მეცნიერების, მისი მიღწევებისა და მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების განმსაზღვრელ ფაქტორად გვევლინება.

სწორედ ამიტომ, პროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოს მეცნიერების შესახებ სანდო წყაროებზე დაფუძნებული ინტერნეტ რესურსის შექმნა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის - ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამ მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროგრამის ფარგლებში განახორციელებს სამეცნიერო-პოპულარული სტატიების კონკურსების სერიას, რომლის ფარგლებში შექმნილი სტატიებიც განთავსდება საერთაშორისო ონლაინ პლატფორმაზე - ვიკიპედია, რაც აღნიშნულ რესურსს ხელმისაწვდომს გახდის ყველასთვის.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მინისტრის მოადგილემ სწორედ ამ მიმართულებით დაგეგმილი ერთ-ერთი ძირითადი კონკურსი „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“ დააანონსა, რომელიც 1 ივლისს გამოცხადდება. კონკურსის მიზანს ქართველოლოგიის, მისი მნიშვნელობისა და ქართველოლოგ მეცნიერთა შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

კონკურსი რამდენიმე ნომინაციისგან შედგება, რომელთა ფარგლებშიც გამოვლინდება საუკეთესო სტატიები ქართველოლოგიის დარგებისა და მათი მიღწევების, ქართველოლოგ მეცნიერთა და  ქართულ ხელნაწერთა შესახებ. კონკურსს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, რომელშიც უნიკალური ქართველოლოგიური მასალა და საგანძური ინახება.

კონკურსები  წლის ბოლომდე, ეტაპობრივად განხორციელდება სამინისტროსა და ვიკიმედიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მისცემს შესაძლებლობას სამეცნიერო თემატიკის სტატიების შექმნითა და კონკურსში მონაწილეობით, საკუთარი წვლილი შეიტანოს საზოგადოებაში ქართველოლოგიის შესახებ ცნობიერების ამაღლების საქმეში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე