ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს მათემატიკოს ოლეგ კვეტენაძის გარდაცვალების გამო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს ღვაწლმოსილი, ღირსების ორდენოსანი აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქ. თბილისის N42 საჯარო სკოლის პედაგოგის ოლეგ კვეტენაძის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს ოჯახს, კოლეგებს და მთლიანად სასკოლო საზოგადოებას.
ოლეგ კვეტენაძე N42 საჯარო სკოლაში თითქმის ოთხი ათეული წელი მუშაობდა და მთელი ეპოქა შექნა. მისი აღსაზრდელები წარმატებით მონაწილეობდნენ ეროვნულ თუ საერთაშორისო ტურნირებსა და ოლიმპიადებში. პროფესიული თვისებით გამორჩეული პედაგოგი თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებას ითვალისწინებდა. მისი აღზრდილი მოსწავლეები გასცდნენ ქვეყნის მასშტაბს და შეძენილი ცოდნა წარმატებით აჩვენეს უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ -მასწავლებლებს.
ოლეგ კვეტენაძე სხვადასხვა დროს იყო სახელმძღვანელოების ექსპერტი; საოლიმპიადო და სხვა მათემატიკური შეჯიბრებების ჟიურისა თუ კომიტეტის წევრი; 2005 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების კომისიის წევრი; 1998 წელს თბილისის მერიის განათლების მთავარი სამმართველოს მიერ ორგანიზებული, მასწავლებლების კონკურსის გამარჯვებული ნაშრომისთვის „გზამკვლევი“ .

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე