ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობასა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

ევროპული განათლების ფონდისა (ETF) და UNESCO-ს ორგანიზებით, თემაზე „მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემების განვითარება: უნარები  მწვანე და ინკლუზიური საზოგადოებისთვის ციფრულ ეპოქაში“ საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაზე მთავარ დისკუსიაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.

მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში  ყურადღება იმ გამოწვევებზე გაამახვილა, რომლის წინაშეც ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყანაც აღმოჩნდა და აღნიშნა, რომ მათ დასაძლევად აუცილებელია ახალი მიდგომების დანერგვა, თანამედროვე მეთოდებისა და მექანიზმების ამოქმედება და  ციფრულ სამყაროში სწრაფი ადაპტირება. 

მისივე თქმით, ეკონომიკის გაძლიერებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორებთან მეტი თანამშრომლობა, განსაკუთრებით კერძო სექტორთან. სწორედ ამ მიზნით, პირველად საქართველოში, პროფესიული უნარების სააგენტო დაფუძნდა,  რომელთანაც უდიდესი ბიზნეს ასოციაციები  და სამინისტროები აქტიურად იმუშავებენ.

თამარ ქიტიაშვილმა სამინისტროს 2017-2021 წლების სტრატეგიაზეც ისაუბრა, სადაც ასახულია იმ ციფრული ტრანსფორმაციისა და მდგრადობის კონცეფციები, რომელიც აუცილებელია  საჭირო უნარ-ჩვევების გასავითარებლად. ამასთანავე, გადაიხედა და დაინერგა ახალი სასწავლო პროგრამები ზოგადი და პროფესიული განათლების ყველა საფეხურისთვის, რომლებიც ციფრული კომპეტენციებისა და მდგრადი აზროვნების საკითხებს მოიცავენ.  ამ მიმართულებით   და, ზოგადად, საქართველოს პროფესიული განათლებისა და უნარების განვითარების სისტემის რეფორმირების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის თამარ ქიტიაშვილმა ETF-ს განსაკუთრებულ მადლობა გადაუხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, მდგრადი განვითარება უფრო მკაფიოდ აისახება ახალ 2022-2032 წლების სტრატეგიაში, რომელშიც მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლა მთავარი და გამჭოლი კონცეფცია იქნება. რაც შეეხება გაციფრულება/დიგიტალიზაციას, ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ციფრული უნარების განვითარებასა და სისტემის ეფექტიანობის გაძლიერებას.

საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე