ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საწვრთნელი აუზი გაიხსნა

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწვრთნელი აუზი გაიხსნა, რომელიც აკადემიის სტუდენტებსა და მოქმედ მეზღვაურებს საშუალებას მისცემს, სავალდებულო პრაქტიკული წვრთნები საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად გაიარონ.

 თანამედროვე და მრავალფუნქციური აუზი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით აშენდა.

 საწვრთნელი აუზი, სხვა ფუნქციებთან ერთად, აღჭურვილია ამინდის მოდელირების შესაძლებლობით და კურსანტები წვრთნებს რეალურთან მიახლოებულ პირობებში გაივლიან.

 ოფიციალურ ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე