ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული განათლებისთვის ახალი სივრცე გაიხსნა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი  ახალ სასწავლო კორპუსში განთავსდა, სადაც ყველა პირობაა შექმნილი პროფესიული პროგრამების სრულფასოვნად განხორციელებისთვის. შენობაში ფუნქციონირებს თითოეული პროგრამისთვის განკუთვნილი ადაპტირებული აუდიტორიები, ლაბორატორიები, კომპიუტერული კლასები, საკონფერენციო და სამკითხველო დარბაზები, ტრენინგ-ცენტრი, სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია სამუშაო და დასასვენებელი სივრცეები. ცენტრში 11 ავტორიზებული პროფესიული პროგრამა ხორციელდება, რომელზეც  300-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

თანამედროვე სტანდარტების ახალი სივრცე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა მოინახულა. მინისტრის მოადგილემ ცენტრის დირექტორთან მადონა მიქელაძესთან და სხვა წარმომადგენლებთან ერთად სასწავლო დაწესებულების განვითარების სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე სტანდარტების ახალმა სასწავლო კორპუსმა ფუნქციონირება 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყო. კორპუსის მშენებლობა და აღჭურვა ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე