ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აბიტურიენტებს მიმართავს

„ძვირფასო აბიტურიენტებო,

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. წინ ემოციურად დატვირთული დღეებია, როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი გულშემატკივრებისთვის. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ის გამოწვევებიც, რაც პანდემიამ მოგვიტანა.

კორონავირუსის პანდემიამ მართლაც მკვეთრად შეცვალა თითოეული ჩვენგანის ცხოვრება და ყოველდღიურობა. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ამ თემაზე, მაგრამ ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან, კარდინალურ ცვლილებებთან ადაპტაცია დიდი გამოწვევაა. ვფიქრობ, ასეთ ვითარებაში ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება მართლაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომაც მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო თქვენი მონდომება და გამძლეობა. თქვენ წარმატებით დაასრულეთ სწავლა და ახლა ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად ემზადებით.

მთელი გულით გისურვებთ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრას. დარწმუნებული ვარ, მშვენივრად გაართმევთ თავს გამოცდებს და თქვენს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო, აქტიური და შესაძლებლობებით სავსე პერიოდი დაიწყება. შეიძენთ ახალ ცოდნას, ახალ მეგობრებს, დაეუფლებით სასურველ პროფესიას. მერწმუნეთ, განათლება საკუთარ მომავალში ჩადებული საუკეთესო ინვესტიციაა, განათლებული მომავალი თაობა ჩვენი სიძლიერეა და მჯერა, თქვენი ცოდნით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ქვეყნის განვითარებაში!

იმედი მაქვს, რომ მომავალ სასწავლო წელს აუდიტორიებში შეხვდებით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უსაფრთხო გარემოში შეძლოთ სწავლის გაგრძელება.

კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს!“

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე