ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თეატრალური კოსტიუმისა და აქსესუარების პროფესიულმა სკოლამ კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა-დეფილე გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თეატრალური კოსტიუმისა და აქსესუარების პროფესიულმა სკოლამ „თეატრალური კოსტიუმის მკერავის“ და „თეატრალური კოსტიუმის აქსესუარისა და ქვილთის სპეციალისტის“ პროფესიული გადამზადების პროგრამები განახორციელა. პროექტის ფარგლებში თეატრისა და კინოს კოსტიუმთა მხატვრები და აქსესუარების სპეციალისტები გადამზადდნენ, რომლებმაც  სხვადასხვა ეპოქისა და თემატიკის ნამუშევრები შექმნეს, მათ შორის, ნაციონალური სამოსი, რენესანსის,  ბაროკოს,  როკოკოს  ეპოქების კოსტიუმები და აქსესუარები, ქართული ქვილთითა და ნაჭრის მოხატვის ტექნიკით შესრულებული სამოსი და სხვა.   

კურსდამთავრებულებმა პროგრამის ფარგლებში შექმნილი კოსტიუმები და აქსესუარები შემაჯამებელ გამოფენა-დეფილეზე წარმოადგინეს. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი დაესწრო, მაღალი შეფასება მისცა ნამუშევრებს და აღნიშნა, რომ კურსდამთავრებულთა საქმიანობა მომავალში დადებითად აისახება ქართული კინოსა და თეატრის განვითარებაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2019 წლიდან დაიწყო ახალი საგანმანათლებლო სერვისების დანერგვა, რაც ფორმალური განათლების ფარგლებში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შეთავაზებას გულისხმობს. მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი, საგანმანათლებლო დაწესებულების გარდა,  შესაძლოა გახდეს ნებისმიერი სახის იურიდიული პირი, რომელიც დააკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს. სწავლა სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებაზე სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელები  სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატებს იღებენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე