ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ ტაბიძე – უფროსი სპეციალური მასწავლებელი

უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეებთან მუშაობა თამარ ტაბიძისთვის ერთგვარი გამოწვევაა. სკოლაში ის არა მხოლოდ მასწავლებელი, „მოსწავლეცაა“ – ბავშვების დახმარებით ბრაილის შრიფტს სწავლობს.    

შესაბამისი სამაგისტრო განათლების საფუძველზე თბილისის 202-ე საჯარო სკოლის წარმატებულ პედაგოგს თამარ ტაბიძეს  უფროსი მასწავლებლის სტატუსი 2021 წლიდან მიენიჭა:

„მერწმუნეთ, უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეებთან მუშაობა ძალიან საინტერესოა. ეს ჩემთვის ერთგვარი გამოწვევაა. ჩემი მოსწავლეების დახმარებით ბრაილის შრიფტს ვსწავლობ. ამავდროულად, ვმუშაობ SOS ბავშვთა სოფელში 0-7 წლამდე განვითარების შეფერხების ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვებთან ადრეული განვითარების სპეციალისტად.

ბაკალავრის საფეხურზე, ფსიქოლოგიის პროგრამის დასრულების შემდეგ, კიდევ უფრო მეტი სურვილი და ინტერესი გამიჩნდა, კარგად შემესწავლა სხვადასხვა დარღვევა, მათთან დაკავშირებული სწავლების მეთოდები და სტრატეგიები. სწორედ ამიტომ პრაქტიკებზე და სტაჟირებაზე  ვცდილობდი სპეციალური განათლების მიმართულებით მეტი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მიმეღო. მჯეროდა, რომ სწორედ ამ ცოდნით შევუწყობდი ხელს საზოგადოებაში ინკლუზიური განათლების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას“, - აცხადებს პედაგოგი.

თამარ ტაბიძისთვის პანდემიის პერიოდში მუშაობაც ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა იყო:

„პანდემია სკოლაში ჩემი მისვლიდან დაახლოებით ორ კვირაში დაიწყო, ანუ სულ რაღაც ორი კვირის განმავლობაში მომიწია პირისპირ სწავლების რეჟიმში მუშაობა. შესაბამისად, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო. მე ხომ ჯერ კარგად არ ვიცნობდი მოსწავლეებს და მათ შესაძლებლობებს? რეალურად, დისტანციურად მომიწია მათი გაცნობა, მათი ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების დადგენა და მათთან მუშაობის დაგეგმვა.

მეორეს მხრივ, დისტანციური სწავლება თავისთავად ახალი გამოწვევა იყო. მიუხედავად ბევრი სირთულისა, კოლეგების დახმარებითა და მშობლების ჩართულობით, სხვადასხვა განმავითარებელი აქტივობებით მოსწავლეებთან ინდივიდუალურად მუშაობა წარმატებით შევძელით“.

თამარ ტაბიძე ფიქრობს, რომ ერთობლივი მუშაობით, სადაც ყველა რგოლი ჩართულია – მშობელიც, მასწავლებელიც და სპეციალისტიც, დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია:

„უნდა გვჯეროდეს ბავშვის შესაძლებლობების, ამით მათაც გავუჩენთ მოტივაციას, რომ ის აუცილებლად შეძლებს! ძალიან სასიხარულოა, როდესაც ხედავ მოსწავლის მიღწევებს და ამაში შენც პატარა წვლილი მიგიძღვის. ბავშვებთან ურთიერთობით ძალიან ბევრს სწავლობ, მათგან მიღებული დადებითი ემოცია კი ყველაფერზე მნიშვნელოვანია“. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე