ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელმა ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირი გახსნა

ახალგაზრდა ფიზიკოსთა  34-ე  საერთაშორისო ტურნირს 25-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ საქართველო მასპინძლობს. ტურნირი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 8-14 ივლისს გაიმართება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ტურნირის გახსნის ღონისძიებაში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა.

მიხეილ ჩხენკელი: „მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირში  მონაწილეობენ მოსწავლეები, რომელთაც ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი განსაკუთრებული ინტერესი აქვთ. ტურნირში მონაწილეობით ისინი გაიღრმავებენ სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის უნარ-ჩვევებს, რაც სამეცნიერო მიღწევების ეპოქაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ესოდენ პრესტიჟული და მასშტაბური ტურნირი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტარდება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორის, ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მთავარი პროექტი რეალობად იქცა და დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, ვუმასპინძლოთ ახალგაზრდებს ევროპული სტანდარტების მქონე უნივერსიტეტში.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით. ქართველი და საერთაშორისო მეცნიერების თანამშრომლობით, უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას და თანამედროვე კვლევებს მედიცინასა და ბირთვულ ფიზიკაში. ეს პროცესი ორი ციკლოტრონის შექმნისთანავე დაიწყება და ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევით პროცესს, ასევე, სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე პროტონული თერაპიის მეთოდით“.

აღსანიშნავია, რომ ხუთი დღის განმავლობაში ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირში 28 ქვეყნის ეროვნული ნაკრები იასპარეზებს, მათ შორის, 15 ქვეყნის  გუნდი ქუთაისში  ჩამოდის. ნაწილი კი პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას.

ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. ტურნირის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: www.IYPT.org

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე