ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გლდანის კოლეჯში დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობის მიზნით ფორუმი გაიმართა

გლდანის პროფესიულმა კოლეჯმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა, სადაც  ოცდათხუთმეტმა ბიზნესკომპანიამ შრომის ბაზარზე აქტიური 500-ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა მომსახურების, სავაჭრო, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, სადაზღვევო და ჯანდაცვის სფეროებიდან.

ფორუმზე დასაქმების მსურველ ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, კოლეჯის კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ პოტენციური დამსაქმებლებისაგან მიეღოთ სრული ინფორმაცია სასურველ ვაკანსიაზე, თავადაც წარმოეჩინათ საკუთარი უნარები და ადგილზევე გაერკვიათ მომავალი თანამშრომლობის დეტალები. ფორუმზე მისულ სტუმრებს ასევე შეეძლოთ, გაცნობოდნენ გლდანის კოლეჯში მიმდინარე პროფესიულ პროგრამებს.

ღონისძიება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად განახორციელა. ფორუმი გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ.

თამარ ქიტიაშვილის განცხადებით,  გლდანის კოლეჯში გამართული ფორუმი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ პროფესიული განათლება არის უმოკლესი გზა დასაქმებისთვის. მისივე თქმით, პროფესიული კოლეჯების მიერ შეთავაზებული მრავალფეროვანი პროგრამები მიმართულია იმისაკენ, რომ ახალგაზრდები და ზრდასრულები აღჭურვოს თანამედროვე უნარებით და ხელი შეუწყოს მათ წარმატებას შრომის ბაზარზე.

თანამედროვე სტანდარტების გლდანის პროფესიული კოლეჯი საგანმანათლებლო პროგრამებს ძირითადად ინჟინერიის, ხელოვნების, ტექნოლოგიებისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ახორციელებს და ყოველწლიურად 500-მდე კურსდამთავრებული ჰყავს. ამ ეტაპზე კოლეჯი 2021-2022 სასწავლო წლის მიღებისთვის ემზადება. მიმდინარე წელს კოლეჯს თანამედროვე სტანდარტების ავტოსახელოსნო შეემატა, რომელიც  მაღალტექნოლოგიური ამწეებითა და სხვა აუცილებელი დანადგარებითაა აღჭურვილი. ავტორიზაცია გაიარა და ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება ოთხი ახალი ინტეგრირებული პროფესიული პროგრამაც.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე