ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ნუნუ მიცკევიჩმა ქუთაისში საქართველოს რეგიონების უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან შეხვედრა გამართა

„ERASMUS+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა რეგიონული უნივერსიტეტების რექტორებთან შეხვედრა გამართა. ღონისძიება ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც რეგიონული უნივერსიტეტების მუდმივმოქმედი კონფერენცია დაფუძნდა და აღნიშნულთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდა.  

მნიშვნელოვანია, რომ მემორანდუმს ხელი 11 რეგიონული უნივერსიტეტის რექტორმა მოაწერა, მათ შორის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის უნივერსიტეტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორებმა.

„ERASMUS+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის – „უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ პროექტის ფარგლებში, რეგიონული უნივერსიტეტების რექტორებმა მემორანდუმით განსაზღვრული ურთიერთთანამშრომლობის დეტალები, აგრეთვე კონკრეტული რეგიონების გამოწვევები განიხილეს და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.

აღსანიშნავია, რომ ERASMUS+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

პროექტში ჩართული არიან საქართველოს რეგიონალური უნივერსიტეტები და 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე