ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პირველად საქართველოში აგრარული მეცნიერებების გამოფენა გაიმართება

მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, პირველად საქართველოში აგრარული მეცნიერებების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეროვნული გამოფენა გაიმართება, რომელიც უფროსკლასელებს, სტუდენტებს, დოქტორანტებს, მკვლევრებსა თუ ამ სფეროს წარმომადგენლებს უახლესი კვლევითი მიღწევების გაცნობისა და ამ მიმართულებით სამეცნიერო კარიერის დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს.

გამოფენა „მეცნიერების კალენდარი – 2021“ პროექტის ფარგლებში, ორი უწყების, განათლებისა და მეცნიერებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ინიციატივით 17 სექტემბერს წყალტუბოში გაიმართება. წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად სამეცნიერო პროექტებით მასში ჩაერთვებიან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, Horizon Europe-ის ადგილობრივი კოორდინატორები და დარგის სპეციალისტები.

საორგანიზაციო და ლოჯისტიკურ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა იმერეთის რეგიონში უმაღლესი სასწავლებლებისა და რეგიონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ყველა ის დეტალი განიხილეს, რაც დამთვალიერებლებს ცოდნის შეძენისა და ინფორმაციის მიღების მაქსიმალურ შესაძლებლობას მისცემს.

როგორც ნუნუ მიცკევიჩმა შეხვედრაზე აღნიშნა, გამოფენის მიზანს წარმოადგენს როგორც ამ დარგების პოპულარიზაცია, ასევე ახალგაზრდების სამეცნიერო პროექტებით დაინტერესება.

საგულისხმოა, რომ აგრარული მეცნიერებების მიმართულებით გამოფენა მოიცავს ფართომასშტაბიან სამეცნიერო კვლევით აქტივობებს. უმაღლესი სასწავლებლები გამოფენაზე წარმოდგენილნი იქნებიან საკუთარი სამეცნიერო პროექტებით. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ღონისძიებაში პირველად ასევე ჩაერთვება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით კი ევროკავშირის ახალი ჩარჩო პროგრამის – Horizon Europe-ის ადგილობრივი კოორდინატორები დამთვალიერებლებს მიაწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ შეძლონ დაფინანსების მოპოვება აგრარული და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება აკადემიური პუბლიკაციებისა და სამეცნიერო ნაშრომების, პრეზენტაციები, გამოიფინება ბიომრავალფეროვნების ექსპონატები, ინოვაციური პროდუქტები და ტექნოლოგიები, მათ შორის, სოფლის მეურნეობის, სურსათის უვნებლობის, გარემოს დაცვისა და ბიოუსაფრთხოების მიმართულებით, წარმოდგენილი იქნება ასევე ახალი კლიმატ ადაპტირებული ჯიშები, გაიმართება სამეცნიერო-ლაბორატორიული ცდები, ვიქტორინები-კონკურსები. დამთვალიერებელი გაეცნობა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ წარმატებული პროექტებსა და მათ შედეგებს. გამოფენაზე ასევე შესაძლებელი იქნება ციფრული ტექნოლოგიების, ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი ინოვაციური პლატფორმებისა და აპლიკაციების ნახვა.

როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, გამოფენაში მონაწილე უწყებები წარმოდგენილნი იქნებიან საკუთარი პავილიონებით, რომელიც დამთვალიერებლებს, განსაკუთრებით მოსწავლეებს, სოფლის მეურნეობით და აგრარული მეცნიერებებით დააინტერესებს.

პროექტს „მეცნიერების კალენდარი – 2021“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ახორციელებს. პროექტის სლოგანია Undique scientia est (მეცნიერება ყველგან არის) და გულისხმობს მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის წარმოჩენას და ფართო საზოგადოებაში მის პოპულარიზაციას. პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით წლის განმავლობაში არაერთი საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიება იმართება.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე