ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიულ განათლებაში კვალიფიკაციების განვითარების ახალი მეთოდოლოგია დაინერგება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით პროფესიული კვალიფიკაციების გადახედვას იწყებს, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო  პრაქტიკის ანალიზსა და სისტემაში დაგროვილ გამოცდილებას ეფუძნება. აღნიშნული პროცესის მიზანია საქართველოს კვალიფიკაციების სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება, პროფესიული განათლების მოდერნიზაცია და საერთო ევროპულ სივრცეში მისი ინტეგრაციის ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ კვალიფიკაციების გადახედვის პროცესში აქტიურად ჩაერთვება კერძო სექტორი და დარგობრივი ასოციაციები.

კვალიფიკაციების განვითარების ახალ მეთოდოლოგიაზე იმსჯელეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)  PSD TVET SC  პროგრამის  ლიდერმა  სელმა ულრიხსმა  პროფესიული განათლების რეფორმაში ჩართულ მხარეებთან გამართეს.

სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილი პრეზენტაციებისა და მოხსენებების შემდეგ,  პროფესიული განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების თაობაზე დისკუსია გაიმართა, შეფასდა რისკები და გამოწვევები, მომზადდა რეკომენდაციები, რომლებიც სიახლეების დანერგვის პროცესში იქნება გათვალისწინებული.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე