ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„მეცნიერების კალენდარი 2021“-ის ფარგლებში მოსწავლეებისთვის ნახატების კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის –  „მეცნიერების კალენდარი 2021“ ფარგლებში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებისთვის სამეცნიერო თემატიკის ნახატების ეროვნულ კონკურსს აცხადებს.

ნახატების კონკურსი, მეცნიერების პოპულარიზაციასთან ერთად, ახალგაზრდებში შემოქმედებითი უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს. კერძოდ, ხელოვნების მოყვარულ მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, მეცნიერების მიღწევები, აღმოჩენები, ტექნოლოგიური გამოგონებები, მეცნიერთა შემოქმედებითი გზა თუ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის სხვადასხვა ასპექტი სახვითი ხელოვნების ნიმუშებში აღბეჭდონ.

კონკურსში მონაწილეობის უფლება საქართველოს ნებისმიერი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საშუალო საფეხურის X, XI და XII კლასების მოსწავლეებს აქვთ. მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო დოკუმენტები – საკონკურსო განაცხადი (იხ. განაცხადის ფორმა) და ნახატის აღწერილობა, მხატვრული ნამუშევრის ელექტრონული ვერსია – 2021 წლის, 1 სექტემბრამდე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: [email protected]

განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ საკონკურსო კომისია, ღია კონკურსის წესით, განიხილავს ნამუშევრებს და გამოავლენს 3 გამარჯვებულს, რომლებსაც ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. პირველ ადგილზე გასული მოსწავლე 500 ლარს მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელს 300 ლარი გადაეცემა, ხოლო მესამე ადგილზე გასულს კი – 200 ლარი. 

ამასთან, კომისია გამოავლენს 10 საუკეთესო ნამუშევარს, რომლებიც გორის უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისში გამოიფინება.

კონკურსში ჩართული მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობის დამადასტურებელ სიგელებს, გამორჩეული 10 ნამუშევრის  ავტორს კი, სიგელებთან ერთად, სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცემათ.

კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • თემატურად ნახატი უნდა იყოს მეცნიერებასთან კავშირში
  • ნახატი უნდა იყოს კონკურსანტის ორიგინალური ნამუშევარი, რომელიც ჯერ არ გამოფენილა
  • კონკურსზე მიიღება სახვითი ხელოვნების ნებისმიერი მიმდინარეობა, უპირატესობა მიენიჭება ინოვაციური მიდგომის გამოყენების ამსახველ ნამუშევრებს
  • საკონკურსო ნახატის შექმნა შთაგონებული უნდა იყოს რაიმე სამეცნიერო აღმოჩენის, ტექნოლოგიური გარღვევის, ინოვაციური გამოგონების, სამეცნიერო ჰიპოთეზის, სამეცნიერო ფენომენისა და გამორჩეული კვლევის პროცესით; ან წარმოადგენდეს ცნობილი ქართველი მეცნიერის პორტრეტს სამეცნიერო-კვლევით გარემოში
  • საკონკურსო ნამუშევარს თან უნდა ახლდეს აღწერილობა იმის შესახებ, თუ როგორ არის დაკავშირებული მათი ნამუშევარი მეცნიერებასთან. აღწერილობა შეიძლება შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: რომელი სამეცნიერო აღმოჩენა, ტექნოლოგიური გარღვევა, ინოვაციური გამოგონება, სამეცნიერო ჰიპოთეზა, სამეცნიერო ფენომენი და გამორჩეული მეცნიერის/გამომგონებლის მოღვაწეობა დაედო საფუძვლად კონკურსანტის მიერ წარმოდგენილ ნამუშევარს. სიტყვათა რეკომენდებული რაოდენობა – არაუმეტეს 300 სიტყვისა
  • თითოეულ კონკურსანტს უფლება აქვს კონკურსზე წარმოადგინოს 1 ნამუშევარი
  • ჟიური უფლებას იტოვებს თემასთან შეუსაბამო ნამუშევარი არ დაუშვას კონკურსზე.

 

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ანა იმნაძეს – 577 92 25 52

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე