ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კოლეჯი „ბლექსი“ ქედაში პირველი პროფესიული სტუდენტების მისაღებად ემზადება

ახალი სასწავლო წლიდან კოლეჯ „ბლექსის“ ახალი, თანამედროვე სტანდარტების სასწავლო ბაზა ქედაში პირველ სტუდენტებს მიიღებს, სადაც პირველ ეტაპზე მეფუტკრეობის მიმართულების პროფესიული პროგრამა ამოქმედდება. კოლეჯი მსურველებს ასევე შესთავაზებს მომზადება-გადამზადების კურსებს  მასპინძლობისა და საოჯახო მეურნეობის მართვისა და  სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

აჭარის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქედაში პროფესიული განათლების ახალი სივრცე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად დაათვალიერა და 2021-2022 სასწავლო წლისთვის მზადების პროცესს პირადად გაეცნო.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქედაში თანამედროვე პროფესიული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის მთავარი ინიციატორი ადგილობრივი მერიაა, რომელმაც მოიძია ფართი, განახორციელა რეაბილიტაცია და  კოლეჯს გადასცა. საბოლოოდ კი, პროექტი აჭარის  მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.

თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, ეს არის განსხვავებული შემთხვევა, როდესაც მუნიციპალიტეტი ინვესტიციას დებს და რესურსს ხარჯავს ადგილზე პროფესიული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. მისივე თქმით, ეს თანამშრომლობა გაგრძელდება და ერთობლივი ძალისხმევით, ქედაში კოლეჯი „ბლექსი“ ზემო აჭარის ახალგაზრდა და ზრდასრულ მოსახლეობას მრავალფეროვან პროგრამებს შესთავაზებს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე