ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით პროფესიული განათლების განვითარებისთვის ახალი პროექტები დაიწყო

გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში (UNDP), პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობისთვის, HR პროფესიონალთა ასოციაცია და საერთაშორისო ციფრული ინსტიტუტი (International Digital Institute, IDI), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ორი ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს.

პირველი პროექტი, რომელიც HR პროფესიონალთა ასოციაციის მიერ ხორციელდება, ითვალისწინებს ისეთი დოკუმენტების შემუშავებას, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ორგანიზაციული და HR სისტემების გაძლიერებაში დაეხმარება. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კოლეჯებში ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას.

რაც შეეხება მეორე პროექტს, ის ძირითადად ორიენტირებული იქნება მომავლის პროფესიული განათლების ინსტიტუციის ფორმირებაზე, რომელშიც ციფრული ინოვაციები (“VET of Tomorrow” (IDI) დაინერგება.

პროექტების გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა მიიღო. სიტყვით გამოსვლისას მან მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამისა და პროექტის ინიციატორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს და პროფესიული განათლების განვითარების კუთხით საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მინისტრის მოადგილემ ადამიანური კაპიტალის განვითარების მხარდაჭერაზე და ამ მიმართულებით სამინისტროს მიერ შემუშავებულ ავტორიზაციის თანამედროვე სტანდარტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, პროფესიული განათლების მთავარი პრიორიტეტი სწორედ ადამიანური კაპიტალის გაძლიერებაა, ხოლო რეალიზებული, ძლიერი მოქალაქეები, თავის  მხრივ წვლილს შეიტანენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

როგორც თამარ ქიტიაშვილმა აღნიშნა, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტები დაეხმარება კოლეჯებს, ჩამოაყალიბონ HR და ორგანიზაციული განვითარების ზუსტი ხედვა და შიდა სამუშაო პროცესები უფრო მეტად მოარგონ ავტორიზაციის მოთხოვნებს. ამასთან, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა ექნებათ, სასწავლო პროცესში დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიები და ციფრული ინსტრუმენტები, რაც საგანმანათლებლო პროგრამებს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის.

პროექტების პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამის ეკონომიკური გუნდის ლიდერი, გიორგი ნანობაშვილი, შვეიცარიის განვითარების ოფისის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, პროექტში ჩართული საგანმანათლებლო დაწესებულებები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე