ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შრომის უსაფრთხოების დესპანების გადამზადება დაიწყო

სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შრომის უსაფრთხოების დესპანების გადამზადება დაიწყო. პროექტისთვის შერჩეული  სტუდენტები სწავლებას ონლაინ რეჟიმში გადიან. მოსამზადებელი კურსის ფარგლებში, ისინი „იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით განსაზღვრულ ძირითად ასპექტებს ეცნობიან, იღებენ დეტალურ ინფორმაციას სექტორულ რეკომენდაციებზე. გადამზადების შემდეგ მოხალისეები სამუშაო ადგილებზე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების პროცესში შრომის ინსპექტორებთან ერთად ჩაერთვებიან.

ტრენინგების დაწყებამდე პროექტის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ მიმართეს.

მოხალისეობრივი პროექტი სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული ზოგადი და სექტორული რეკომენდაციების აღსრულებაზე კონტროლის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. შრომის უსაფრთხოების დესპანისთვის მონაწილეები საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლებიდან შეირჩნენ.  

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე