ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მარეგულირებელი ჩარჩო მომზადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კერძო სექტორთან და პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა (GIZ) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მარეგულირებელი დოკუმენტები შეიმუშავა, რომელსაც მთავრობას წარუდგენს. 

მარეგულირებელი ჩარჩო მიზნად ისახავს პროფესიულ განათლებაში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების სხვადასხვა ფორმების დანერგვის ხელშეწყობას, შესაბამის პროგრამებზე კვალიფიკაციის მინიჭების გამჭვირვალე სისტემის განვითარებას, სასწავლო პროცესში სათანადო მოტივაციისა და მზაობის მქონე კომპანიების ჩართვას, დარგობრივი ასოციაციების როლის გაზრდას სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების კოორდინაციაში და სხვა.

მარეგულირებელ ჩარჩოზე მუშაობის პროცესი მხარეებმა GIZ-ის მხარდაჭერით ორგანიზებულ შეხვედრაზე შეაჯამეს,  რომელში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.

თამარ ქიტიაშვილის შეფასებით, ამ ეტაპზე პროფესიული განათლების განვითარებისთვის კერძო სექტორთან თანამშრომლობა მაღალ ნიშნულზეა. ამას მოწმობს ახალი მარეგულირებელი ჩარჩო, სადაც, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან რიგი ფუნქციებისა და პასუხისმგებლობისა სწორედ კერძო სექტორზეა დელეგირებული.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა დოკუმენტების დამტკიცებისა და დანერგვის პროცესებთან  დაკავშირებით რეკომენდაციები წარმოადგინეს. აღინიშნა,  რომ მოქნილი და გამართული მარეგულირებელი ჩარჩო ხელს შეუწყობს დუალური და, ზოგადად, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობასა და დასაქმებაზე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე