ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა იმერეთში

კოლეჯ „იბერიის“ ქუთაისისა და ბაღდათის სასწავლო ბაზებზე შესაძლებელია თანამედროვე პროფესიული განათლების მიღება და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების შესწავლა. 

კოლეჯის სრულად რეაბილიტირებულ ქუთაისის ახალ ბაზაზე შესაძლებელია შემდეგი პროფესიების დაუფლება:კულინარია, ელექტროობა,  ინფორმაციული ტექნოლოგიები, ბუღალტრული აღრიცხვა, სარესტორნო მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები, სამკერვალო წარმოება, თმის სტილისტი, ხის მხატვრული დამუშავება და სასტუმროს მომსახურება. 

კოლეჯის ქუთაისის ბაზაზე ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ სასტუმრო მომსახურების ინტეგრირებული პროგრამა, პროფესიის დაუფლების პარალელურად მიიღოთ სრული ზოგადი განათლება და ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი.

კოლეჯის ბაღდათის ბაზაზე შეგიძლიათ აირჩიოთ რეგიონისთვის პრიორიტეტული შემდეგი პროგრამები:ბუღალტრული აღრიცხვა, ელექტროობა, თმის სტილისტი და  სამკერვალო წარმოება. 

2021 წელს კოლეჯი „იბერია“ სრულად რეაბილიტირებულ სასწავლო ბაზებზე 270-ზე მეტ სტუდენტს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა რეგისტრაცია 12 ივლისს დაიწყო და 20 აგვისტოს დასრულდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: vet.emis.ge

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე