ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის წარმომადგენლებთან ერთობლივი პროექტები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ონლაინ შეხვედრა გამართა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა მიმდინარე და დაგეგმილი ერთობლივი პროექტები განიხილეს.

მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა KfW-ის წარმომადგენლებს საქართველოს განათლების სისტემის, განსაკუთრებით პროფესიული განათლების მიმართულების მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ღვინის საერთაშორისო სკოლის განვითარების პროექტის მნიშვნელობას ქვეყნისთვის. მისი თქმით, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურების ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირდება სამინისტროს ერთ-ერთ სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს.

მიხეილ ჩხენკელმა ასევე ვრცლად ისაუბრა უნარების სააგენტოს “The Skills Agency of Georgia“ შესახებ, რომელიც სამინისტრომ კერძო სექტორთან თანამშრომლობით დააარსა. აღნიშნული სააგენტო ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად ახალი პროგრამების დანერგვას, ინოვაციური სწავლების მხარდაჭერას, კონკურენციის გაუმჯობესებას, უკეთესი დასაქმების შესაძლებლობებს და, საბოლოო ჯამში, ადამიანური კაპიტალის განვითარებას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამშენებლო კოლეჯისა (ექსელენს ცენტრის) და სამომავლოდ დაგეგმილი დუშეთის ტურიზმის სკოლის პროექტებზე, განიხილეს მათი განვითარების ეტაპები და შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ  KfW-ს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსი ოლაფ ციმელკა, თბილისის ოფისის ახალი დირექტორი ბირგიტ ჰოლდერიდ-კრესი და სხვა წარმომადგენლები, გერმანიის საელჩოს თანამშრომლები და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი.

 

 



 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე