ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა აჭარაში

ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კოლეჯი „ახალი ტალღა“ ქობულეთსა და ხულოში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების მიღებას აგრძელებს.

ქობულეთში, პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და მომსახურების, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, მშენებლობისა და სხვა მიმართულებების შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე:

-       კომპიუტერული ქსელები და სისტემები;

-       ინფორმაციის ტექნოლოგია;

-       სასტუმრო მომსახურება;

-       სარესტორნო მომსახურება;

-       კულინარია;

-       კონდიტერია;

-       ღონისძიებების ორგანიზება;

-       საოფისე საქმე;

-       საფინანსო სერვისები;

-       ბუღალტრული აღრიცხვა;

-       მეფუტკრეობა;

-       ბაღის დიზაინი;

-       სატყეო საქმე;

-       მსუბუქი ავტომობილის შეკეთება;

-       ელექტროობა;

-       ამწე და მსგავსი მანქანების ოპერირება;

-       ჰაერის კონდიცირება;

-       შედუღება;

-       სამღებრო სამუშაოები;

-       თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი;

-       იატაკისა და ფილის სამუშაოები;

-       ლოჯისტიკა;

-       ხის მხატვრული დამუშავება;

-       თმისა და სილამაზის მომსახურება.

 

ქობულეთში შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ კულინარიისა და სასტუმრო მომსახურების დუალურ პროგრამებზე, კოლეჯის პარალელურად, პრაქტიკული სწავლება გაიაროთ რეგიონის უმსხვილეს სასტუმროებში და მიიღოთ პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება.

ამასთან, ქობულეთში შეგიძლიათ აირჩიოთ სასტუმრო და სარესტორნო მომსახურების ინტეგრირებული პროგრამები, პროფესიის პარალელურად დაეუფლოთ სრულ ზოგად განათლებას და მიიღოთ სკოლის ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი.

„ახალი ტალღა“ ხულოში 2021 წელს პროფესიული განათლების მიღების მსურველს სთავაზობს რეგიონისთვის პრიორიტეტულ შემდეგ პროგრამებს:

-       სასტუმრო მომსახურება;

-       ინფორმაციული ტექნოლოგიები;

-       სატყეო საქმე;

-       მეფუტკრეობა;

-       ელექტროობა.

2021 წელს კოლეჯი „ახალი ტალღა“ ქობულეთის რეაბილიტირებულ შენობაში მიიღებს 550-მდე, ხოლო ხულოში – 70-ზე მეტ სტუდენტს.

შეგახსენებთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა რეგისტრაცია 12 ივლისს დაიწყო და 20 აგვისტოს დასრულდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: ww.vet.emis.ge

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე