ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბრიტანეთის საბჭომ პროექტის „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება – საქართველო“ ფარგლებში ინგლისური ენის მასწავლებლების განაცხადების მიღება დაიწყო

ბრიტანეთის საბჭო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად ახორციელებს პროექტს „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება – საქართველო“. 

დაიწყო პროექტში მონაწილეობით დაინტერესებული ინგლისური ენის მასწავლებლების განცხადებების მიღება, რომელიც 2021 წლის 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.

პროექტში მონაწილე მასწავლებელთა რეგისტრაციას ონლაინ პლატფორმაზე  Future English Online Teacher Community და მათთვის უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შეთავაზებას ბრიტანეთის საბჭო 2021 წლის სექტემბრიდან დაიწყებს.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო განაცხადის ბმული განთავსებულია ბრიტანეთის საბჭოს ვებგვერდზე:  https://bit.ly/otcforteachers

ბრიტანეთის საბჭო პარტნიორებთან ერთად პილოტირებას გაუწევს ინგლისური ენის მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების შექმნას და უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდაჭერის ახალ სისტემებს ქართულ რეალობაში გამოცდის. შედეგად, შესაძლებელი გახდება „e-განათლების სახლის“ ერთიანი ეროვნული პლატფორმის შექმნა ყველა საგნობრივი პედაგოგისათვის.

პარტნიორული პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე მოხდა მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების ფასილიტატორების შერჩევა. ამჟამად პროექტში ჩართულია 130 ფასილიტატორი.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე