ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია გრძელდება

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში გრძელდება პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია, მათ შორის, ინტეგრირებულ პროგრამებზე, რომლებიც საბაზო განათლების მქონე სტუდენტებს, პროფესიული განათლების მიღების პარალელურად, სრულ ზოგად განათლებასაც შესთავაზებს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებული სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებს.

სამწლიანი პროგრამის ფარგლებში სტუდენტები პროფესიის პარალელურად ეუფლებიან სრულ ზოგად განათლებას. დამამთავრებელ კლასებში მისაღწევი სწავლის შედეგები პროფესიული განათლების შემთხვევაში გადანაწილებულია შემდეგ მოდულებში:

  • კომუნიკაცია ქართულ ენაზე;
  • მეცნიერება და ტექნოლოგიები (ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის კომპონენტების გაერთიანება);
  • მოქალაქეობა (სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოებრივი გეოგრაფიის კომპონენტების გაერთიანება);
  • მეწარმეობა;
  • რაოდენობრივი წიგნიერება.

2021 წელს ინტეგრირებულ პროგრამებზე რეგისტრაცია გამოცხადებულია 24 საგანმანათლებლო დაწესებულებაში 56 პროგრამაზე:

  • კოლეჯი „იკაროსი“ (თბილისი)
  • კოლეჯი „მერმისი“ (თბილისი)
  • სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი (თბილისი)
  • კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ (თბილისი)
  • კოლეჯი „სპექტრი“ (თბილისი)
  • კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ (თბილისი)
  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია (თბილისი)
  • ორიენტირი (თბილისი)
  • საზოგადოებრივი კოლეჯი „ფანასკერტელი“ (თბილისი)
  • საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA (თბილისი)
  • კოლეჯი „ჰორიზონტი“ (ოზურგეთი და ჩოხატაური)
  • კოლეჯი „პრესტიჟი“ (თელავი)
  • კოლეჯი „აისი“ (გურჯაანი და ლაგოდეხი)
  • კოლეჯი „ბლექსი“ (ბათუმი)
  • კოლეჯი „ახალი ტალღა“ (ქობულეთი)
  • კოლეჯი „ოპიზარი“ (ახალციხე)
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (ახალქალაქი)
  • კოლეჯი „განთიადი“ (გორი)
  • ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი (მცხეთა)
  • კოლეჯი „ლაკადა“ (ჯვარი)
  • კოლეჯი „თეთნულდი“ (მესტია)
  • კოლეჯი „ფაზისი“ (ფოთი და ხობი)
  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (ზუგდიდი და სენაკი)
  • სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ 2“ (ზესტაფონი)
  • კოლეჯი „იბერია“ (ქუთაისი)

ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების გასაცნობად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://vet.emis.ge

შეგახსენებთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 20 აგვისტომდე გრძელდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე