ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

რისმაგ გორდეზიანი: „მიმაჩნია, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს მეცნიერების მნიშვნელოვან მიღწევებს“

აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი სინოვაკის ვაქცინით აიცრა.

81 წლის მეცნიერმა შინ მომსახურების სერვისით ისარგებლა და ოჯახის წევრებთან ერთად ჩაერთო განათლების სისტემის წარმომადგენელთა იმუნიზაციის პროცესში.

რისმაგ გორდეზიანი მოუწოდებს თავის კოლეგებსა და სტუდენტებს, პატივი სცენ მეცნიერების მნიშვნელოვან მიღწევებს, გამოხატონ თავიანთი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას და აიცრან.

მეცნიერი მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის გარანტიაა.

საქართველოს მასშტაბით განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის გამოყოფილ ამცრელ კაბინეტებში აქტიურად მიმდინარეობს საჯარო და კერძო სკოლების, პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების მასობრივი ვაქცინაციის პროცესი. ამ დროისათვის ვაქცინირებულია მასწავლებელთა 20%-ზე მეტი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე