ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და UNICEF-საქართველო მასწავლებელთა ვაქცინაციის ხელშეწყობისთვის ერთობლივ ღონისძიებებს ჩაატარებენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში ღასან ხალილთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა პედაგოგთა და პროფესორ-მასწავლებელთა ვაქცინაციის გეგმები განიხილეს.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მოსწავლეებისა და სტუდენტების ჯანმრთელობის დაცვა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რისთვისაც აუცილებელია განათლების სისტემაში დასაქმებულთა იმუნიზაცია და ამ გზით უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.  

მინისტრმა ღასან ხალილს განათლების სისტემის წარმომადგენელთა ვაქცინაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, სადაც აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი სასურველი ვაქცინით. მინისტრის თქმით, ამგვარი პირობები შეიქმნა იმისათვის, რომ განათლების სექტორში დასაქმებულებმა მარტივად შეძლონ ვაქცინაცია და ამ გზით ერთმანეთისა და მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

თავის მხრივ, ღასან ხალილმა განაცხადა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს მასშტაბით მასწავლებლებისთვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მართავს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ. შეხვედრები მიზნად ისახავს აუდიტორიისთვის ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას და მას ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტები და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები უძღვებიან. ღასან ხალილმა ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრების შემდეგ ბევრი მასწავლებელი ერთვება იმუნიზაციის პროცესში. 

შეხვედრის დროს მხარეებმა აღნიშნეს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმუნიზაციის პროცესში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს, რისთვისაც საქართველოს მასშტაბით სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება დაიგეგმა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ღასან ხალილის მოადგილე ემი ქლენსი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე