ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“

 

კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ აგრძელებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას.

2021 წლისთვის კოლეჯი პროფესიული განათლების მიღების მსურველებს პროფესიათა მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს:

  • გრაფიკული დიზაინი
  • ინდუსტრიული დიზაინი
  • ვებტექნოლოგიები
  • ინფორმაციის ტექნოლოგიები
  • ბუღალტრული აღრიცხვა
  • სამკერვალო წარმოება
  • საოფისე საქმე
  • საფინანსო სერვისები
  • მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება
  • მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება
  • მსუბუქი ავტომობილის ძრავას შეკეთება

პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ინფორმაციული ტექნოლოგიების დუალურ პროგრამებზე, თეორიული სწავლების პარალელურად, პრაქტიკული სწავლება გაიარონ დამსაქმებლებთან და მიიღონ სამუშაო გამოცდილება.

აპლიკანტებს შეუძლიათ აირჩიონ აზომვით-ტოპოგრაფიული სამუშაოების, გრაფიკული დიზაინისა და კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ინტეგრირებული პროგრამები, პროფესიის პარალელურად დაეუფლონ სრულ ზოგად განათლებას და მიიღონ სკოლის ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი.

ამასთან, კოლეჯში პროფესიულ სტუდენტებს პირველად უმასპინძლებს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სპეცდანიშნულების  ავტოტრანსპორტის სერვისების სრულიად ახალი და  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახელოსნო.

კოლეჯის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

შეგახსენებთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა რეგისტრაცია 20 აგვისტოს დასრულდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://vet.emis.ge/

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე