ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პედაგოგებთან ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მარნეულს ეწვია და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პედაგოგებთან და ბენეფიციარებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე, რომელსაც ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი და  ექიმი-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ესწრებოდნენ, მხარეებმა ქვეყანაში შექმნილი კოვიდვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით ვაქცინაციის მნიშვნელობა განიხილეს.

ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ კოვიდპანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი იარაღი სწორედ ვაქცინაციაა, რაც სკოლებსა და უნივერსიტეტებში  უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს. მინისტრის მოადგილის თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს, რათა სასწავლო წლის დაწყებამდე ამ პროცესში განათლების სისტემაში დასაქმებული ყველა პირი ჩაერთოს. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე