ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა ახალციხეში

კოლეჯი „ოპიზარი“ აგრძელებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას.

2021 წლისთვის კოლეჯი აპლიკანტებს პროფესიათა მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს:

-       ვებტექნოლოგიები

-       ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერა

-       კულინარია

-       სამკერვალო წარმოება

-       თმის მომსახურება

-       ხის მხატვრული დამუშავება

-       ვეტერინარია

-       სატყეო საქმე

-       საბაჟო საქმე

-       საოფისე საქმე

-       საფინანსო სერვისები

-       ელექტრობა

-       სავალი ნაწილის შეკეთება

-       ანაკრები და მონოლითური კონსტრუქციების მონტაჟი

-       იატაკისა და ფილის სამუშაოები

-       შედუღება

პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ანაკრები და მონოლითური კონსტრუქციების მონტაჟის, საავტომობილო გზების მშენებლობის, წყალარინების სისტემების ექსპლუატაციისა და წყალმომარაგების სისტემების ექსპლუატაციის დუალურ პროგრამებზე, თეორიული სწავლების პარალელურად, პრაქტიკა გაიარონ დამსაქმებლებთან და მიიღონ პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება.

აპლიკანტებს შეუძლიათ აირჩიონ სატყეო საქმისა და ფერმერობის ინტეგრირებული პროგრამები, პროფესიის პარალელურად დაეუფლონ სრულ ზოგად განათლებას და მიიღონ სკოლის ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი.

ამასთან, მსუბუქი ავტომობილების შეკეთების, შედუღების, სამშენებელო  და ხის მხატვრული დამუშავების მიმართულების პროგრამების სტუდენტებს წელს პირველად უმასპინძლებს სრულიად ახალი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახელოსნოები, სადაც სტუდენტები პრაქტიკულ უნარებს განივითარებენ.

კოლეჯის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://opizarivet.ge/

შეგახსენებთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა რეგისტრაცია 20 აგვისტოს დასრულდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://vet.emis.ge/

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე