ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზით აიცრა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ბათუმში ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზით აიცრა. მან პოზიტიურად შეაფასა ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით პედაგოგთა 46% ვაქცინირებულია. მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის ეკატერინე დგებუაძემ თითოეულ მასწავლებელს მადლობა გადაუხადა. 

ეკატერინე დგებუაძე: „პანდემიის პირობებში უსაფრთხო სასწავლო გარემოს გარანტი მხოლოდ სასკოლო საზოგადოების ვაქცინაციაა, ამიტომ აუცილებელია მასობრივი ვაქცინაციის პროცესში  ყველა რგოლი ჩაერთოს. ამით თითოეული ჩვენგანი ხელს შევუწყობთ პანდემიის სწრაფად დასრულებას“ 

განათლების სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს თბილისსა და რეგიონებში. საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, სადაც სასურველი ვაქცინით აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე