ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელმა ISET-ის სკოლის პირველკურსელებს სწავლის დაწყება მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) პირველკურსელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, ნაყოფიერი სტუდენტობა, წარმატება და პროფესიული განვითარება უსურვა.

„გულითადად გილოცავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სტუდენტობას და ახალი სასწავლო წლის დაწყებას! დღევანდელი დღე განსაკუთრებული და დაუვიწყარია – თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი, საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპი იწყება.

მნიშვნელოვანი გამოწვევა უკვე დაძლიეთ და თქვენს მიზანს მიაღწიეთ. მიუხედავად პანდემიისა, შრომისმოყვარეობითა და მონდომებით შეძელით გამოცდებისათვის სათანადოდ მომზადება და ერთ-ერთ კონკურენტულ პროგრამაზე – ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარება.

როგორც მოგეხსენებათ, წელს სასწავლო წელი დისტანციურ ფორმატში დავიწყეთ, მაგრამ ეს დროებითია. იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასწრებულ ფორმატზე გადასვლისა და თქვენი პირისპირ ხილვის შესაძლებლობას მოგვცემს. როგორც უკვე იცით, გვექნება დიფერენცირებული მიდგომა, კერძოდ, 4 ოქტომბერს, იმ ქალაქებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები დასწრებულ ფორმატზე გადასვლას შეძლებენ.

თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის და, ზოგადად, მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთ ძალიან სასარგებლო პროფესიას ეუფლებით. ყველას სჭირდება მაღალკვალიფიციური კადრი, სიღრმისეული ეკონომიკური ანალიზი და კვლევა. თქვენ გაქვთ ძალიან კარგი შესაძლებლობა, გახდეთ კონკურენტუნარიანი ეკონომისტები გლობალური მასშტაბით და დაეუფლოთ ცოდნას ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში, რომელიც ცნობილია მსოფლიო დონის ეკონომიკური პროგრამებით.  ISET-ის ეკონომიკის პროგრამა ძალიან წარმატებული საბაკალავრო პროგრამაა ჩვენს ქვეყანაში  ეკონომიკის, ბიზნესისა და ფინანსების სფეროში. სკოლას ჰყავს არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურების ეკონომიკურ განვითარებაში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ სწავლის დაწყებას! გისურვებთ ნაყოფიერ სტუდენტობას, პროფესიულ განვითარებასა და წარმატებას მომავალ კარიერულ საქმიანობაში!“

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე