ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელმა საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია „ანტიკური და ბიზანტიური სამყარო ინტერდისციპლინური კვლევების შუქზე“ გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია „ანტიკური და ბიზანტიური სამყარო ინტერდისციპლინური კვლევების შუქზე“ გახსნა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება.

მიხეილ ჩხენკელი: „მოხარული ვარ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, პანდემიის მიუხედავად, ამ  მასშტაბისა და რანგის საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას მასპინძლობს, რომელიც სამ მნიშვნელოვან თარიღს ეძღვნება: ცნობილი კლასიკოსის, ბიზანტინისტისა და პაპიროლოგის, გრიგოლ წერეთლის 150 წლის იუბილეს, მის მიერ დაარსებული კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დაარსების 100 წლისთავსა და საბერძნეთის რევოლუციის 200 წლის იუბილეს.

მსურს განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნო, რომ თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი უდიდესი ტრადიციების მატარებელი, ამ სფეროში მსოფლიოში სახელგანთქმული ინსტიტუტია, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის პროფესორ რისმაგ გორდეზიანს და ინსტიტუტის თითოეულ წევრს. დღევანდელი მასშტაბური კონფერენციაც, რომელშიც 25 ქვეყნის 96 წარმომადგენელი მონაწილეობს, ამ ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო მიღწევების დადასტურებაა.

დარწმუნებული ვარ, რომ კონფერენცია საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაივლის და ხელს შეუწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის ქართული სკოლის ცნობადობის ზრდას და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერნაციონალიზაციას“.

კონფერენციაში „ანტიკური და ბიზანტიური სამყარო ინტერდისციპლინური კვლევების შუქზე“ მონაწილეობას იღებს 96 მომხსენებელი მსოფლიოს 25 ქვეყნიდან და ის სამ მნიშვნელოვან თარიღს ეძღვნება: ცნობილი კლასიკოსის, ბიზანტინისტისა და პაპიროლოგის, გრიგოლ წერეთლის 150 წლის იუბილეს, მის მიერ დაარსებული კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დაარსების 100 წლისთავსა და საბერძნეთის რევოლუციის 200 წლის იუბილეს.

კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანია და შეეხება გრიგოლ წერეთლის სამეცნიერო მემკვიდრეობას, სიძველეთმცოდნეობისა და ბიზანტინისტიკის აქტუალურ პრობლემებს, ანტიკური და ბიზანტიური სამყაროს და საქართველოს ურთიერთობებს, ანტიკური და ბიზანტიური სამყაროს რეცეფციას და სხვ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე