ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს ონლაინ სწავლებაზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნებათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლებს 2021-2022 სასწავლო წელსაც შესაძლებლობას აძლევს, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - https://online.emis.ge

ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.

ვინაიდან, უწყებათაშორისის საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი სასკოლო სივრცეში გაგრძელდება, გამონაკლისის სახით, მიმდინარე კვირას, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება 30 სექტემბრიდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით 00:00-23:59 საათის შუალედში. სწორედ ამ დროს იქნება ღია სარეგისტრაციო ველი.  

სწავლის დისტანციური ფორმატის არჩევის შესაძლებლობით სარგებლობა შეეძლება საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს.

გარდა ამისა, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ის მასწავლებლები, რომლებსაც მოუწევთ დისტანციური გაკვეთილების დამატებით ჩატარება, შესაბამის დანამატს მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან  მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, საკლასო ოთახებში გაგრძელდება. საბჭოს გადაწყვეტილებითვე, დასწრებული სწავლების შემთხვევაში, მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით, ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე. 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე