ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ეუთო საქართველოში ახალ პროექტს იწყებს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის პოლიტიკურ მრჩეველს მარკ ფუმაგალთან და პროექტების მენეჯერ ედინ ელგსაეტერთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლებს ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო. ეკატერინე დგებუაძემ ისაუბრა  სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამების შესახებ, რომლებიც ეროვნული უმცირესობების განათლების უფლების რეალიზებისკენ არის მიმართული.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიის ახალ დოკუმენტში ეროვნული უმცირესობების განათლების სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტულ საკითხად იქნება წარმოდგენილი.

ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეს გააცნეს ახალი პროექტი, რომელიც  ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობისკენ არის მიმართული.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტი მნიშვნელოვანია და სამინისტრო აქტიურად ითანამშრომლებს ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისთან.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე