ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ეკატერინე დგებუაძემ საშუალო საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ექსპერტებთან ერთად განიხილა

საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი კონცეფციისა და სტანდარტების განხილვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ორდღიანი ექსპერტული პანელი გამართა, რომელშიც მონაწილეობა მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ, განათლების სფეროს 200-მდე სპეციალისტმა და ზოგადი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა მიიღეს. 

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა  იმ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებსაც  სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის საგნობრივი ექსპერტები საშუალო საფეხურის ახალ სტანდარტებზე მუშაობის პროცესში გაითვალისწინებენ. აღსანიშნავია, რომ საშუალო საფეხურის განახლებული სტანდარტების დამტკიცება მიმდინარე წელს იგეგმება.

ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას აქტიური ჩართულობისათვის. მისი თქმით, ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა უკუკავშირი, რადგან სწორედ სკოლა არის ის ადგილი, სადაც ხდება ახალგაზრდების მომზადება განათლების მომდევნო საფეხურისთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სისტემაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სწავლა-სწავლების მიზნებისა და ორგანიზების პრინციპების სწორად განსაზღვრა, რასაც ემსახურება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა.

საშუალო საფეხურის მესამე თაობის ეროვნული გეგმის კონცეფცია და სტანდარტები მასწავლებლების, სკოლის დირექტორების, მშობლების, რესურსცენტრების, პროფესიული ასოციაციების, პროფესორ-მასწავლებლების ფართო ჩართულობით და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავდა.  აღნიშნული მოდელი შეიცავს ბევრ საინტერესო სიახლეს და მის საფუძველს დიფერენცირებული სწავლების პრინციპები წარმოადგენს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე