ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ადამიანური კაპიტალის განვითარების თემაზე თემატური საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ადამიანური კაპიტალის განვითარების თემაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ევროკავშირის წარმომადგენლების თავმჯდომარეობით თემატური საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.

სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დონორებს პანდემიის პერიოდში განათლების სისტემისთვის გაწეული დახმარებისთვის და ხაზი გაუსვა პარტნიორობის როლს ხარისხიანი  განათლების სისტემის ჩამოყალიბების საქმეში. მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების ახალ სტრატეგიაზე, რომლის პირველადი ვერსია დაინტერესებული მხარეების ჩართულობით უკვე დასრულების ეტაპზეა.  

თამარ ქიტიაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა პროფესიული უნარების კუთხით განხორციელებულ რეფორმაზე, მათ შორის, აქცენტი გააკეთა ახალი სააგენტოს მნიშვნელოვან როლზე, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის ერთგვარი დემონსტრირებაა. მინისტრის მოადგილემ ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობა ახალ გამოწვევებს მომზადებული შეხვდეს. შესაბამისად, საჭიროა მეტი მეწარმეობითი და ციფრული კომპეტენციების განვითარება და კერძო სექტორთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.

საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო დონორებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას, სტრატეგიული დიალოგის წარმოებასა და საგარეო დახმარების სამთავრობო პრიორიტეტებსა და საჭიროებებთან ჰარმონიზებას. საკოორდინაციო ჯგუფის თემატური შეხვედრები ექვს სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: სოციალური კეთილდღეობა;  ბუნებრივი რესურსების მდგრადი განვითარება; ეკონომიკური ზრდა;  ადამიანური კაპიტალის განვითარება;  კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულება; დემოკრატიული მმართველობა.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე