ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლობით პროგრამა „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ აქტიურად ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში მასწავლებლებისთვის დამხმარე სახელმძღვანელო მომზადდა. იგი გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებითი კლასების (I-VI კლასი) მოსწავლეებისთვის.

პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ სასკოლო სივრცეში ინტეგრირების მიზნით, ამ ეტაპზე დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისა და კურიკულუმის ექსპერტების გადამზადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. დაწყებითი საფეხურის 810 მასწავლებელი უკვე გადამზადდა და წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 800-მდე პედაგოგის გადამზადება. პროექტი 4 წლის განმავლობაში განხორციელდება და მთელ საქართველოს დაფარავს.

პროგრამის განხორციელების შედეგად, სახელმძღვანელოს გამოყენებით, პედაგოგების შესაძლებლობები  გაძლიერდება, ხოლო  მოსწავლეები ბაზისურ ცოდნას მიიღებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე