ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამშენებლო და ტურიზმის მიმართულების პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ

სამშენებლო და ტურიზმის მიმართულებით კოლეჯ „ახალი ტალღისა“ და „ბლექსის“ დუალური პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულებისა და მათი დამსაქმებლების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. კურსდამთავრებულებს სიტყვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა დისტანციურად მიმართა და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა.

თამარ ქიტიაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პროფესიულ კოლეჯებსა და დამსაქმებლებს კერძო სექტორიდან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული პროფესიულ განათლებაში და სტუდენტებს საშუალებას აძლევენ, თეორიულთან ერთად  პრაქტიკული ცოდნაც მიიღონ. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა (GIZ) და მშენებლობისა და ტურიზმის ასოციაციებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის დუალური პროგრამების განხორციელებაში.

სამშენებლო და ტურიზმის  მიმართულებით დიპლომი  51  კურსდამთავრებულს გადაეცა. მადლობის სიგელით დაჯილდოვდა პროგრამაში ჩართული 18 კომპანია. დუალური პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: ანაგი, გზა, გზები,  ჰილტონი ბათუმი,  შერატონ ბათუმი, „კასტელო მარე“, რედისონ ბლუ ბათუმში და სხვა.  კოლეჯებში „ახალი ტალღა“ და „ბლექსი“ დუალურ პროფესიულ პროგრამებზე კურსდამთავრებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და  კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 80%-ს წარმოადგენს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშენებლობისა და ტურიზმის მიმართულებით დუალური პროფესიული პროგრამების დანერგვას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა (GIZ) და პროგრამასთან „პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“  თანამშრომლობით 2016 წლიდან ახორციელებს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე