ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს ზოგად განათლებაში ინგლისური ენის სწავლების სტრატეგიის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ბრიტანეთის საბჭომ საქართველოში ზოგად განათლებაში ინგლისური ენის სწავლების სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც ამ ენის სწავლების გაძლიერებასა და ინგლისური ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

სტრატეგიული დოკუმენტის ონლაინ პრეზენტაციაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის ელჩსა და ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისათვის, წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის განათლების ყველა საფეხურზე. მიხეილ ჩხენკელის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებელთა მხარდაჭერა ხარისხიანი განათლების სისტემის შესაქმნელად, მათ შორის, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.

აღსანიშნავია, ბრიტანეთის საბჭო საქართველოში მზადყოფნას გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს სტრატეგიული დოკუმენტით გაწერილი ამოცანების შესრულებაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზოგად განათლებაში ინგლისური ენის სწავლების სტრატეგია აისახა 2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიან ეროვნულ სტრატეგიაში.

ზოგად განათლებაში ინგლისური ენის სწავლების სტრატეგიის დოკუმენტი მოიცავს რეკომენდაციებს ზოგადი განათლების სისტემების რეფორმირებისა და ეფექტური ELT პრაქტიკის განვითარებისათვის, სამოქმედო გეგმას პირველი წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინტერვენციების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს სტრატეგიის წარმატებულ განხორციელებას. სტრატეგიის დოკუმენტის გრძელვადიანი მიზნის მიხედვით, 10 წელიწადში სკოლის დამთავრებისას ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას B2 დონეზე, ხოლო ყველა მასწავლებელი – C1 დონეზე.

საქართველოს ზოგად განათლებაში ინგლისური ენის სწავლების სტრატეგიის პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, ბრიტანეთის საბჭოს გენერალურმა დირექტორმა ზაზა ფურცელაძემ და განათლების ექსპერტებმა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე