ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის აკადემიური თანამშრომლობა ფართოვდება

განათლების სფეროში ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სკოპიეს უნივერსიტეტის ამერიკულ კოლეჯს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნულ მემორანდუმს ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ და სკოპიეს უნივერსიტეტის ამერიკული კოლეჯის რექტორმა მარიან ბოჯაძიევმა მოაწერეს.

ეკატერინე დგებუაძემ სკოპიეს უნივერსიტეტისა და მაკედონიის საელჩოს წარმომადგენლებს პროდუქტიული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის კუთხით ქართული უნივერსიტეტებისა და უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებების პარტნიორობის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მემორანდუმი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობის კუთხით თანამშრომლობას ითვალისწინებს და ხელს უწყობს სამეცნიერო კვლევებისა და აკადემიური საქმიანობის სფეროში კავშირების დამყარებას. თანამშრომლობა ასევე გულისხმობს პროფესორ-მასწავლებლების, მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზებას, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების მხარდაჭერასა და სასწავლო მასალისა და რესურსების შექმნა-გაზიარებას.

დოკუმენტით გათვალისწინებული საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტების ერთობლივი სტიპენდია განკუთვნილი იქნება მხოლოდ ქართველი სტუდენტისთვის, რომლებიც სკოპიეს ამერიკულ უნივერსიტეტში ბაკალავრიატის პროგრამაზე სწავლობენ. აღნიშნული სტიპენდიის ფინანსურ ვალდებულებას მთლიანად ჩრდილოეთ მაკედონიის მხარე იღებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე