ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სერტიფიკატების გადაცემა

პროფესიული სწავლების ცენტრის “სპექტრი” და USAID – ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში 9 სპეციალობის 183 კურსდამთავრებულმა ინტენსიური გადამზადების კურსები გაიარა. პროგრამები, რომელთა მეშვეობითაც სტუდენტები მომზადდნენ დაფუძნებულია ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ინჟინერთა კორპუსის სტანდარტებზე. 

თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრი “სპექტრი” მრავალპროფილიანი სახელობო სასწავლებელია, რომელშიც ამჟამად მომზადება-გადამზადების მოკლე და გრძელვადიან სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებზე სასურველ პროფესიას  რვაასამდე სტუდენტი ეუფლება.

”სპექტრში” პრიორიტეტულია სამშენებლო პროფილის სპეციალობები – კალატოზი, დურგალი, მეფილე-მომპირკეთებელი, მებათქაშე, ელექტრომემონტაჟე, სანტექნიკოსი, გზის მშენებელი, გეოდეზისტი, ელექტროშემდუღებელი, მებეტონე-მეარმატურე და სხვა. გარდა ამისა, ცენტრში ისწავლება ავტომექანიკოსის, კონდიცირებისა და მაცივრების ტექნიკოსის, გარემოს უსაფრთხოების მონიტორინგის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, საბუღალტრო, მდივან-რეფერენტის და სხვა სპეციალობები.

”სპექტრის”-ს კურსდამთავრებულთა პოტენციური დამსაქმებლები არიან: სამშენებლო კომპანია ”აქსისი”; არსი, ინჟმშენი, არქიტრავი, ფირმები ”ბეკო”, ”L-პლიუსი”, ვუდსერვისი, აპექსსერვისი, საავეჯო კომპანია „შნო“, მობილური კავშირგაბმულობის კომპანია ”მობიტელი”,  „მენაშენეთა ასოციაცია“. თბილავიამშენი, საავტომობილო გზების დეპარტამენტი,  ქალაქის მუნიციპალიტეტის სამსახურები, თბილავიამშენი და სხვა.

პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში, ცენტრის სრულ მატერიალურ-ტექნიკურ რეაბილიტაციაზე 1 463 000 ლარი   ლარი დაიხარჯა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე