ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საახალწლო საჩუქრები ტირძნისელ მოსწავლეებს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ტყვეობიდან განთავისუფლებულ ტირძნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა. მინისტრმა გიორგი რომელაშვილი, ალიკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი პერსონალური კომპიუტერებით, ხოლო ამავე სკოლის 40-მდე პირველკლასელი საახალწლო ნუგბარით დაასაჩუქრა.  

რუსი ოკუპანტების ტყვეობაში გორის რაიონის სოფელ ტირძნისის საჯარო სკოლის ორი მეცხრეკლასელი  გიორგი რომელაშვილი და ალიკო ცაბაძე 34, ხოლო მეათეკლასელი ვიქტორ ბუჩუკური და მეთორმეტე კლასელი ლევან ხმიადაშვილი 46 დღე იმყოფებოდნენ.

დიმიტრი შაშკინმა დამდეგი ახალი წელი ტირძნისის საჯარო სკოლის პედაგოგებსაც მიულოცა და თავიანთ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს ოკუპანტებმა ტირძნისის საჯარო სკოლას ცეცხლი წაუკიდეს. ხანძრის შედეგად რამდენიმე  კაბინეტი დაიწვა, მაგრამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევით, აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა და სკოლა ახალი თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა.

ტირძნისის საჯარო სკოლა, სადაც 500-მდე მოსწავლეა, ერთხელ უკვე იყო ხანძრისაგან განადგურებული,  2007 წელს პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ფარგლებში თავიდან აშენდა, რაზეც 3 000 000  ლარამდე დაიხარჯა.  

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე